16 აპრილი 2024,   10:19
ვრცლად
ოკუპანტები ხურვალეთში - ოპოზიცია ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს

ხურვალეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშრებით დეპუტატების მხრიდან განმარტებები კეთდება. ოპოზიცია ხელისუფლებისგან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით დეტალურ ახსნა-განმარტებას ითხოვს, ოპონენტების შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, თუ რა ხდება საოკუპაციო ხაზთან.

ელენე ხოშტარია-ის სურათის შედეგი„პირველი, ახლა, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, უნდა გამოვიდეს და საზოგადოებას აუხსნას, რა ხდება. იმიტომ, რომ არც ზედმეტი პანიკა არ იყოს, ვიცოდეთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე. მავთულხლართების გაბმასთან გვაქვს საქმე, თუ ადგილობრივი მოსახლეობა რა მდგომარეობაშია, საფრთხე ემუქრება.

რუსეთს თუ არ დაუჯდა გარკვეული ფასი, დისკომფორტი ის ქმედებები, რასაც აკეთებს, ადამიანს მოკვლა, წამება, ატაცება და ა.შ, ამას გააგრძელებს და რა მასშტაბით გააგრძელებს, არავინ იცის. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით დაწყებული, ასევე საერთაშორისო სამეგობროს საგანგაშო გზავნილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი თავი დავიცვათ,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

ოპოზიციის წევრების თქმით, რუსების მხრიდან პროვოკაციის ალბათობა შემცირდება, თუ საქართველოს საკითხი დასავლეთისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრებზე აქტუალური იქნება.

გიორგი კანდელაკი-ის სურათის შედეგი„რუსების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციის ალბათობა მცირდება თუკი საქართველოს საკითხი აქტუალურია დასავლეთსა და რუსეთს შორის. ამერიკის პრეზიდენტი რომ შეხვდება პუტინს, იქ თუ წამოჭრი საქართველოს საკითხს, გერმანიის კანცლერი თუ წამოჭრის პუტინთან საქართველოს საკითხს, მაშინ რუსების მხრიდან ადგილზე პროვოკაციის ალბათობა მცირდება. თუკი არ წამოჭრის, ასეთი პრობლემების ალბათობა იზრდება. უკვე მრავალი წელია, ჩვენი პრობლემების წამოჭრა ასეთ უმაღლეს დონეზე, სამწუხაროდ, არ ხდება,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები ამტკიცებენ, რომ რუსი ოკუპანტები სოფელ ხურვალეთში გამოჩნდნენ და ერთ-ერთი ადგილობრივის ბაღთან ერთად რუსი ოკუპანტების მიერ აშენებულ სათვალთვალო კოშკურამდე მისასვლელი გზაც დაიკავეს.

სამოქალაქო აქტივისტებისა და ადგილობრივებისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტები არ გადმოსულან.

ამავე თემაზე
დღის ამბები