20 აპრილი 2024,   19:28
ვრცლად
ტერაქტი ახალი ზელანდიაში და ქართული წარწერები მჭიდზე - ორ მეჩეთში განხორციელებულ თავდასხმას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორისტული აქტი - ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისთჩერჩის ორ მეჩეთში თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 49 ადამიანი ემსხვერპლა, 40-ზე მეტი დაჭრილი კლინიკებშია გადაყვანილი.

28 წლის ბრენტონ ტენენტმა Facebook-ში ჩაფხუტზე დამაგრებული ვიდეო კამერის საშუალებით პირდაპირ რეჟიმში აჩვენა. სწორედ მის მიერ გადაღებულ ვიდეო მასალაში გამოჩნდა მჭიდები, ქართული წარწერებით.

სამართალდამცველების მიერ გადაღებულ ფოტოებზე, რომელიც Daily Mail-მა გაავრცელა, გარკვევით ჩანს წარწერა ქართლ ენაზე - „დავით აღმაშენებელი“ და „დავით სოსლანი.“

ქრაისთჩერჩის მეჩეთებზე თავდასხმები რამდენიმე საათიანი ინტერვალით მოხდა. დღის პირველ საათსა და 40 წუთზე, 28 წლის ტენანტმა ალ ნურის მეჩეთში 41 ადამიანი მოკლა. 

მოგვიანებით სროლის ხმა ქალაქის მეორე მეჩეთთანაც გაისმა. აქ ტერორისტებმა 7 ადამიანი მოკლეს.

მთავარი დამნაშავე, 3 ეჭვმიტანილთან ერთად მალევე დააკავეს. ორივე თავდასხმას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

მთავარი დამნაშავე - ბრენტონ ტენანტი ნორვეგიელი ტერორისტის ანდერს ბრეივიკის იდეოლოგიის მიმდევარი აღმოჩნდა.

ახალ ზელანდიელი და ავსტრალიელი სამართალდამცველები ცდილობდნენ დაადგინონ, ჰყავდათ თუ არა ტერორისტებს თანამზრახველები. გამოძიებაში დახმარება მათ ინტერპოლმა უკვე შესთავაზა.

ტერაქტის გამო ახალ ზელანდიაში საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდეს. საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში კი სალოცავებთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

დღის ამბები