24 აპრილი 2024,   01:58
ვრცლად
შსს-მ დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვისთვის 1 პირი დააკავა

შსს-მ დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვისთვის 1 პირი დააკავა.  

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ქურდობის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული ა.ს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 14 მარტს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სეიფში გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა," - ნათქვამია ინფორმაციაში.  
 
სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღის ამბები