23 აპრილი 2024,   20:25
ვრცლად
ტრამპმა კონგრესის რეზოლუციას ვეტო დაადო - რეზოლუცია მექსიკის საზღვარზე საგანგები მდგომარეობას აუქმებდა

დონალდ ტრამპმა კონგრესში მიღებულ რეზოლუციას ვეტო დაადო.

საუბარია დოკუმენტზე, რომელიც კონგრესმა პრეზიდენტის მიერ მექსიკის საზღვარზე გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას აუქმებდა.

ტრამპმა რეზოლუციას ვეტო ადმინისტრაციის წევრების გარემოცვაში დაადო და განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტიულება შეერთებული შტატების საზრღვარზე უსაფრთხოების გარანტიაა.

ვეტოს დასაძლევად კონგრესმენებს ორივე პალატაში ხმების ორი მესამედი სჭირდებათ, რაც არსებული მდგომარეობით ნაკლებად სავარაუდოა.

დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა თებერვალში გამოაცხადა. მიზანი მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების კედლის ასაშენებლად კონგრესის გვერდის ავლით 6 მილიარდზე მეტი დოლარის მოძიება გახდა.

დღის ამბები