20 მარტი 2019,   08:03
ვრცლად
პენტაგონმა კოსმოსში ახალი სატელიტი "დელტა4" გაგზავნა

პენტაგონმა კოსმოსში ახალი სატელიტი გაგზავნა. მატარებელი რაკეტა დელტა 4 კანავერალის კოსმოდრომიდან გაუშვეს.

სტარტი რამდენჯერმე ტექნიკური პრობლემების გამო გადაიდო. მესამე მცდელობა კი წარმატებული გამოდგა.

სატელიტი შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მსოფლიოს მასშტაბით მოკავშირეებთან კომუნიკაციას უზრუნველყოფს.

სატელიტი კომპანია ბოინგმის მიერაა შექმნილი. მისია 14 წელიწადზეა გათვლილი. 

დღის ამბები