20 მაისი 2019,   21:52
ვრცლად
ხურვალეთში ანტისაოკუპაციო მოძრაობის 4 წევრი და ჟურნალისტები შეუშვეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას 4 წევრი და ჟურნალისტები სოფელ ხურვალეთში შეუშვეს. ისინი ტერიტორიაზე პოლიციის მანქანებით შევიდნენ. მათ გადაადგილების მარშრუტი და დრო შეზღუდული ჰქონდათ.

ამ დროისთვის სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები არ იმყოფებიან.

სამართალდამცველებთან შეთანხმებით, სოფელ ხურვალეთში ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი, დავით ქაცარავა, არ შევიდა.

ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები გუშინ ამტკიცებენ, რომ რუსი ოკუპანტები სოფელ ხურვალეთში გამოჩნდნენ და ერთ-ერთი ადგილობრივის ბაღთან ერთად, რუსი ოკუპანტების მიერ აშენებულ სათვალთვალო კოშკურამდე მისასვლელი გზაც დაიკავეს.

სამოქალაქო აქტივისტებისა და ადგილობრივებისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. უწყებაში აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტები არ გადმოსულან.

ამავე თემაზე
დღის ამბები