20 აპრილი 2024,   04:44
ვრცლად
"მოპარული იყო ჩემი კუთვნილი პისტოლეტი და ფული" - არჩილ თალაკვაძე მისი ბინის გაქურვის ფაქტს ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე, მისი ბინის გაქურდვის ფაქტს ეხმაურება.

თალაკვაძის განცხადებით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, თუმცა, სახლში ოჯახის არცერთი წევრი არ იმყოფებოდა.

„მოხდა ასეთი ფაქტი. პოლიციამ უმოკლეს დროში მოახდინა რეაგირება და გახსნა საქმე. მოპარული იყო ჩემი კუთვნილი პისტოლეტი და ფული. რამდენადაც ვიცი, პირი დაკავებულია და ნივთები ამოღებულია. სხვა დეტალები არ ვიცი,“ - განაცხადა არჩილ თალკავაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, გაქურდეს. ამის შესახებ კურიერს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. ფაქტი ნუცუბიძის პლატოზე მოხდა. მძარცველები მე-12 კორპუსის მესამე სართულზე თალაკვაძის საცხოვრებელ სახლში, ვერანდიდან შევიდნენ და სეიფი მოიპარეს. სეიფში თალაკვაძე ფულს და იარაღს ინახავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

დღის ამბები