19 აპრილი 2024,   12:17
ვრცლად
"ოცნება" არ ებრძვის კრიმინალს, პირიქით, მათთან თანამშრომლობენ და ინარჩუნებენ ხელისუფლებას - ზურაბ მელიქიშვილი

„საქართველოში კრიმინალი რომ გაზრდილი არის, ამას თითოეული ჩვენი მოქალაქე გრძნობს და გრძნობს, სამწუხაროდ, თავის თავზე,“ - ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა, გააკეთა.

ზურაბ მელიქიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, ბინის გაქურდვის ფაქტს ეხმაურება და განმარტავს, რომ კრიმინალური შემთხვევების რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია.

ხელისუფლების ოპონენტი კრიმინალის მაჩვენებლის ზრდას მთავრობის პოლიტიკას უკავშირებს.

„შარშანდელთან შედარებით, 60 პროცენტით არის გაზრდილი კრიმინალური შემთხვევები საქართველოში. ეს არის პირდაპირი შედეგი პოლიტიკური ნებისა, რომელიც აქვს თავად ქართულ ოცნებას, ისინი არ ებრძვიან კრიმინალს, ისინი პირიქით, მათთან თანამშრომლობენ, მათი გამოყენებით ინარჩუნებენ ხელისუფლებას, „წარმატებას“ აღწევენ არჩევნებში და ამის შედეგი არის ის, რომ თითოეული მოქალაქე საქართველოში არის დაუცველი,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

დღის ამბები