16 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის ახალი დეტალები - 28 წლის ბრეტონ ტარანტმა თავდასხმის ორგანიზება ევროპაში მომხდარი ტერაქტების ფონზე გადაწყვიტა

ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერაქტის მოტივის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მედიის ინფორმაციით, 28 წლის ბრეტონ ტარანტმა თავდასხმის ორგანიზება ევროპაში მომხდარი ტერაქტების ფონზე გადაწყვიტა.

37-გვერდიან ანტიმუსლიმურ მანიფესტში ის 2017 წელს სტოკჰოლმში მომხდარ ტერაქტს ასახელებს, სადაც ისლამისტმა ფეხით მოიარულე ხალხს გადაუარა.

ამას გარდა, ბრალდებული საფრანგეთში მიგრანტების გაზრდილ რიცხვზე და ევროპის ისლამიზაციაზე წერს.

ავსტრალიის მოქალაქე ერთადერთია სამი დაკავებულიდან, ვისაც ახალი ზელანდიის სასამართლომ მკვლელობის ბრალი წაუყენა და 5 აპრილამდე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ავსტრალიის პრემიერის ინფორმაციით, ბრეტონ ტარანტს ბრალი დაუმძიმდება.

მისი თანამზრახველების საკითხზე გამოძიება ამ დრომდე მუშაობს.

ბოლო ინფორმაციით, ქრაისტ-ჩარჩის მეჩეთებზე თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა. საავადმყოფოებში 48 დაშავებულს მკურნალობენ, მათგან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

დღის ამბები