20 აპრილი 2024,   00:57
ვრცლად
ძარცვა და სროლა კაზინოში ლას-ვეგასის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ და პოპულარულ სამორინეში

ძარცვა და სროლა კაზინოში - დაუდგენელი მამაკაცი ლას-ვეგასის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ და პოპულარულ სამორინეში შეიჭრა და იარაღის მუქარით ფულის წაღება სცადა.

მძარცველმა დილერებსა და მოთამაშეებს თანხა ჩანთაში მოათავსებინა და გაქცევის მიზნით ავტოსადგომიდან მანქანის გატაცებას აპირებდა, რა დროსაც მისი შეკავება პოლიციამ სცადა.

ბოროტმოქმედმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. ის საპასუხო სროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მის ვინაობას გამოძიება არ ასახელებს. 

დღის ამბები