23 აპრილი 2024,   20:44
ვრცლად
საპროტესტო აქცია დუშეთში - ადგილობრივები მგზავრობის საფასურის გაიაფებას ითხოვენ

საპროტესტო აქცია დუშეთში - დუშეთში მცხოვრებლები მგზავრობის საფასურის გაიაფებას ითხოვენ. ისინი ამ წუთებში დუშეთიდან თბილისის მიმართულებით გზას კეტავენ. ადგილობრივების თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში სამარშუტო ტაქსის საფასური 250% -ით გაიზარდა. ისინი ვარაუდობენ, რომ ფასი ზრდას კიდევ გაგრძელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ საჭიროა დუშეთში მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა, რაც მგზავრობის საფასურზე იმოქმედებს. 

 

დღის ამბები