19 აპრილი 2024,   20:44
ვრცლად
მართლმადიდებლური სამყარო დღეს მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებლური სამყარო დღეს მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა, პატრიარქმა სამების ტაძარში აღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. ილია მეორემ ქრისტიანულ სამყაროს დღევანდელი დღე მიულოცა და მართლმადიდებლობის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს არის სიმართლით დიდება, მართლად დიდება ღვთისა. მეორე შემთხვევაა, როცა ზოგიერთს არ ესმის, რა არის მართლმადიდებლობა. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა გაუხსნას გონება, გული, რათა იგრძნონ ჭეშმარიტება,“ - აღნიშნა ილია მეორემ.

დღის ამბები