24 აპრილი 2024,   09:11
ვრცლად
6:22 - ბორჯღალოსნებმა სტუმრად რუსეთის ნაკრები დაამარცხეს

რაგბი ევროპის გათამაშების ფარგლებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 6:22 დაამარცხა.

ქართველი მორაგბეები მატჩის დაწყების წინ მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოჩნდნენ, სადაც საქართველოს რუკაა დატანილი და ამით, რუსებს მიანიშნეს, რომ მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოა. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნებს რუსეთთან 1996 წლის შემდეგ არ წაუგიათ. რაგბი ევროპის გათამაშება კი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ბორჯღალოსნებმა მორიგი ტიტული ტურნირის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაინაღდეს.

დღის ამბები