19 აპრილი 2024,   09:20
ვრცლად
ინციდენტი სოფელ კალაურში - 24 წლის მამაკაცი პოლიციელებს ცემასა და ზეწოლაში ადანაშაულებს

სოფელ კალაურში 24 წლის ზაქრო ამონაშვილის ოჯახი პოლიციას ცემასა და ზეწოლაში ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანებები სახის არესა და მკლავზე აქვს მიყენებული. ინციდენტი სოფლის ცენტრში მოხდა. ამონაშვილს პოლიციელები თბილისში მომხდარი ინციდენტის გამო ედავებოდნენ, რაზეც ახალგაზრდის ოჯახის თქმით, მას ბრალი არ წარდგენია. თვითმხილველების ინფორმაციით კი პოლიციელები ამონაშვილის მანქანაში ძალით ჩასმას და წაყვანას აპირებდნენ, რა დროსაც მას დედა დაეხმარა, რომელიც ასევე ნაცემია. მათივე თქმით, პოლიციელების მხრიდან იყო მუქარა და დაშინების მცდელობა. ოჯახმა გენინსპექციას და სახალხო დამცველის აპარატს უკვე მიმართა.

დღის ამბები