20 აპრილი 2024,   14:37
ვრცლად
ხანძარი დიდ დიღომში - ჰიპერმარკეტ "გუდვილთან" სავარაუდოდ, საწყობი იწვის

დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილთან" სავარაუდოდ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, ადგილზე ამ წუთებში 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს დამატებითი ჯგუფის გაგზავნაც.

წინასწარი ინფორმაციით იწვის დაახლოებით 600კვმ.  შემთხვევის შეწდეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იგი კლინიკა "ლანცეტშია" გადაყვანილი.

 

დღის ამბები