19 აპრილი 2024,   22:13
ვრცლად
დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - დაშავდა ერთი ადამიანი

დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ადგილზე 23 სახანძრო- სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

შემთხვევის შეწდეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იგი კლინიკა "ლანცეტშია" გადაყვანილი.

ცეცხლი საწყობს დაახლოებით ერთი საათის წინ გაუჩნდა. უამინდობისა და ძლიერ ქარის გამო, მისი მასშტაბები 600-დან თითქმის 2000 კვადრატულ მეტრამდე მალევე გაიზარდა. 

 

დღის ამბები