25 აპრილი 2024,   08:34
ვრცლად
გონიო-კვარიათის სანაპირო ზოლით ბერა ივანიშვილის სამეგობროა დაინტერესებული - კვების ობიექტების მეპატრონეების პროტესტი აჭარაში

აქცია აჭარაში -გონიო-კვარიათის სანაპიროზე მდებარე კვების ობიექტების მეპატრონეები ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

განკარგულების მიხედვით, სანაპირო ზოლზე განთავსებული ობიექტების დემონტაჟი 5 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს. მცირე მეწარმეების მტკიცებით, სანაპირო ზოლით ბერა ივანიშვილის მეგობრები არიან დაინტერესებული და მერიის გადაწყვეტილებაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. მათივე თქმით, უმეტესი მათგანის ერთადერთი შემოსავალი სწორედ ეს კვების ობიექტებია და დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.

"ივანიშვილთან დაახლოებულ შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ კვარიათში დაინტერესება,.რომ აიღონ ეს სექტორები და წლების განმავლობაში აწარმოონ კომერციული საქმიანობა,"-ამბობს აქციის მონაწილე იაკობ მანუელიძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი მიხეილ ბოლქვაძეც ამბობს, რომ გონიო-კვარიათის ზოლზე დაინტერესება ბერა ივანიშვილსა და მის სამეგობრო წრეს აქვს.  ბოლქვაძის თქმით, აჭარის მთავრობის მეთაურს დაევალა, რომ გაწმინდოს ეს ტერიტორია არსებული კვების ობიექტებისგან.

ბათუმის მერიაში განცხადების გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

დღის ამბები