20 აპრილი 2024,   10:11
ვრცლად
თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც სიას კი არ აჩერებს, იმ სიას სიამოვნებით ფიანდაზად გაეგებოდა - ბესელია მდინარაძე ოხანაშვილს 

სასამართლო უნდა იყოს ხალხის და არა ოჯახური ბიზნესი - ამ განცხადებით, დეპუტატმა ეკა ბესელიამ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა. 

იურიდიული კომიტეტის სხდომა, მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლები, პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ 6 წევრის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებისა და შერჩევის წესს ეხება. 

ბესელია ამბობს, რომ კანონპროექტი არ ვარგა და მისით კმაყოფილი არ არის არც ერთი ადამიანი, გარდა მმართველი გუნდისა. 

"თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც სიას კი არ აჩერებს, იმ სიას სიამოვნებით ფიანდაზად გაეგებოდა", - მიმართა ბესელიამ, მამუკა მდინარაძეს და ანრი ოხანაშვილს. 

 

დღის ამბები