23 აპრილი 2024,   23:39
ვრცლად
საქართველოს ხელმძღვანელობა ცდილობს გზა გაუკაფოს საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის დამშლელებსა და მკვლელებს - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი სირიის არაბთა რესპუბლიკის ოლიმპიური კომიტეტის აფხაზებთან  თანამშრომლობაზე საუბრობს. ნათელაშვილის თქმით,  სოხუმის დაცემის დღეს აფხაზეთშ სირიის ოლიმპიური კომიტეტი ამხანაგური მატჩების გამართვას გეგმავს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "ლეიბორისტული პარტია" პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებს და მას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ნათელაშვილი ასევე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს საქართველოს დაშლის იდეოლოგად მოიხსენიებს.

„დღეს ვიგებთ, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკის ოლიმპიური კომიტეტი იწყებს თანამშრომლობას აფსუებთან და სოხუმის დაცემის იუბილეზე დაგეგმილია ამხანაგური მატჩები. რა თქმა უნდა, ამ საშინელებაზე საქართველოს მთავრობა სდუმს, თუმცა რასაკვირველია, როდესაც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახლავთ ხაბელოვი, სეპარატისტი და საქართველოს დაშლის იდეოლოგი. რა უნდა მოსთხოვო სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს, როცა საქართველოს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ცდილობს გზა გაუკაფოს საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის დამშლელებსა და მკვლელებს,“- აცხადებს ნათელაშვილი.

შალვა ნათელაშვილმა  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა, რათა ოლიმპიური ქარტიის უხეში დარღვევის გამო, სირიის რესპუბლიკის სპორტულ დელეგაციას 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება აეკრძალოს. 

დღის ამბები