19 აპრილი 2024,   12:29
ვრცლად
ემოციური შოკი გაქვს... დაკარგე სახე, იმაზე პატარა ჩანხარ, ვიდრე რეალურად ხარ - ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს დაუპირისპირდა

„ისეთი ემოციური შოკი გაქვს, მაგ როლიდან რომ ლაპარაკობ, რომ სულ დაკარგე კონტროლი კორექტულობის“ - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ყოფილი თანაგუნდელის, ანრი ოხანაშვილის მისამართით გააკეთა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ირაკლი კობახიძის და საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ 6 წევრის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებისა და შერჩევის წესს ეხება.

კომიტეტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება ეკა ბესელიას ანრი ოხანაშვილსა და დავით მათიკაშვილს შორის მოხდა.

ეკა ბესელიამ ოხანაშვილს და მათიკაშვილის სიმშვიდისკენ და „დაწყნარებისკენ“ მოუწოდა. ხოლო, ბესელია დავით მათიკაშვილმა არაკონრექტულობის გამო გააკრიტიკა.

„მე მესმის ანრი, ისეთი ემოციური შოკი გაქვს, მაგ როლიდან რომ ლაპარაკობ, რომ სულ დაკარგე კონტროლი კორექტულობის, ეთიკურობის, სამართლებრივი შოკი გაქვს ემოციური და სულ დაკარგე სახე. მინდა გითხრა, რომ იმაზე პატარა ჩანხარ, ვიდრე რეალურად ხარ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები