20 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
იურიდიულმა კომიტეტმა მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, მოსამართლეთა შერჩევის შესახებ, მხარი დაუჭირა. ამით საკომიტეტო მოსმენები დასრულებულია და კანონპროექტი პირველ მოსმენაზე სესიაზე გავა.

კენჭისყრას იურიდიულ კომიტეტში წინ უძღოდა მწვავე კამათი. კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდათ როგორც ოპოზიციის წევრებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც ოთარ კახიძესა და უმრავლესობის წევრ ირაკლი ბერაიას შორის.

ამავე თემაზე
დღის ამბები