20 აპრილი 2024,   06:09
ვრცლად
სავარაუდო ტერაქტი ნიდერლანდებში - ტრამვაიში სროლას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდეს. ბოლო მონაცემით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სროლას 1 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც.

შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ტრამვაიში მყოფ მგზავრებს გაუხსნა. სროლის შემდეგ კი, მანქანით მიიმალა. უტრეხტის პოლიციამ ძებნილის ფოტო გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდა მის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. 

სავარაუდო ეჭვმიტანილი თურქეთში დაბადებული 37 წლის გოკმან ტანისია. ამ დროისთვის სამართალდამცველები  ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან არიან მობილიზებულები და ხალხს ახლოს არ უშვებენ.

გამოძიება ვარაუდობს, რომ მომხდარი ტერაქტია. უსაფრთხოების მიზნით უტრეხტში  სასწავლო დაწესებულებები და მეჩეთები დაიხურა. პოლიციის დამატებითი ქვედანაყოფები აეროპორტებში განალაგეს. ვითარებას უტრეხტში ჰაერიდან პოლიციის ვერტმფრენები აკონტროლებენ.

დღის ამბები