16 აპრილი 2024,   08:13
ვრცლად
ბესელია დაუსაბუთებლად და სიცრუის ნიადაგზე მომმართავს მე რეპლიკებით, შესაბამისად, მე მას ვუპასუხე - ზარდიაშვილი

„დღეს გვქონდა არაორდინალური ვითარება,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ვანო ზარდიაშვილი დღევანდელ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს.

სხდომის დროს „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი და ყოფილი წევრები რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მწვავე ბრალდებები გაახმოვანეს.

ზარდიაშვილისთვის მიუღებელია ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის განცხადებები. დეპუტატის შეფასებით, ყოფილი თანაგუნდელები იურდიულ საკითხთა კომიტეტის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შეუსაბამო ბრალდებებს უყენებენ.

„ჩვენ ვნახეთ ბრალდებები პროცესის მიმართ, რომელიც მათ შორის, ქალბატონ ეკას და ბატონი გედის. 6 წელია ისინი, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტს ხელმძღვანელობენ, ასევე იურიდიულ კომიტეტს და ბრალდებას უყენებენ ბატონ ანრი ოხანაშვილს, ორი კვირის დანიშნულს, რატომ არ განახორციელა მან ის ფუნქციები, რომელიც 6 წელი უნდა განეხორციელებინა მანამდე ხელმძღვანელობას,“ - აცხადებს ზარდიაშვილი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ვანო ზარდიაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დეპუტატის მანდატის დასათმობად მზადაა, თუ ამას ეკა ბესელიაც გააკეთებს.

„რაც შეეხება ქალბატონ ეკასთან პოლემიკას, ის აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და სიცრუის ნიადაგზე მომმართავს მე რაღაც რეპლიკებით, შესაბამისად, მე მას ვუპასუხე. რაც შეეხება, გადადგომას, მე გადავდექი იმიტომ, რომ ეკა ბესელიას გადადგომისთვის არ შემეშალა ხელი. ახლაც ვაცხადებ, თუ ქალბატონი ეკა გავა პარლამენტიდან, მეც დიდი სიამოვნებით დავტოვებ მანდატს,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები