25 აპრილი 2024,   21:26
ვრცლად
ქურდობა სოფელ გურანთას სკოლაში - მოსაწავლეებმა კომპიუტერები და პრინტერები მოიპარეს 

ქურდობის ფაქტი სოფელ გურანთას საჯარო სკოლაში - დილით სკოლაში მისულ მასწავლებლებს კანცელარია ცარიელი დახვდათ. კომპიუტერები და პრინტერები სავარაუდოდ ამავე სკოლის მოსწავლეებმა მოიპარეს. კანცელარიის გარდა, მძარცველებმა გატეხეს და გაქურდეს სკოლის დირექტორის კაბინეტიც. სამართალდამცველებმა სამი მოსწავლე დააკავეს და ბრალი წაუყენეს. ამოღებულია მოპარული ტექნიკა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადასტურებს, რომ ქურდობისა და ძარცვის შემთხვევები გაიზარდა და საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული გავლენას ახდენს კრიმინოგენულ ვითარებაზე. კრიმინალის ზრდის მიზეზად მინისტრის მოადგილე ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას ასახელებს და ამბობს, რომ ქურდები და მძარცველები ხშირად არასრულწლოვნებიც არიან.

ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვითარება საგანგაშოა და რეალობა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე ეს ციფრებში ჩანს. საპარლამენტო პოლიტიკური ძალები მთავრობას სისხლის სამართლის პოლიტიკას უწუნებენ. დარწმუნებულები არიან, რომ თუ კანონი არ გამკაცრდება და ქვეყანაში სოციალური ვითარება არ გაუმჯობესდება, სტატისტიკა კიდევ უფრო საგანგაშო იქნება.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში კურიერის არქივში ძარცვისა და ქურდობის ათობით ფაქტი დაგროვდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით  რომელიც იანვრის თვეში განახლდა, საკუთრების წინააღმდეგ 2452 დანაშაულია ჩადენილი. რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 670 შემთხვევით მეტია.

ავტორი: ლადო მენაბდე.

ამავე თემაზე
დღის ამბები