19 აპრილი 2024,   12:59
ვრცლად
პროტესტი სესიაშვილის ინიციატივას - კომპანია "აიისამ" უმრავლესობის წევრის ფოტო პრეზერვატივზე დაბეჭდა  

კომპანია „აიისამ“ სარეალიზაციო ქსელში ორი სხვადასხვა დიზაინის პრეზერვატივი გამოუშვა. ორივეზე „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის ფოტოა ასახული. კომპანიის მფლობელმა სოლიდარობა „გირჩს“ და პროტესტი ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას გამოუცხადა. სამოქალაქო სექტორი „ქართული ოცნების“ ლიდერს რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

ცვლილება, რომელიც ვნებათაღელვის საგანი გახდა, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. თუ პროექტი კანონის სახეს მიიღებს, მაშინ ჯარში წაიყვანენ ყველა სასულიერო პირს, მართლმადიდებელი მღვდლის გარდა.

ყველა რელიგიური კონფესია, ვისაც სესიაშვილის ინიცირებული ცვლილებები ეხება, კანონოპროექტს აპროტესტებს და ფიქრობს, რომ ამით ისინი იჩაგრებიან. დღეს მუსლიმები, კათოლიკები, ევანგელისტური ტაძრის ეპისკოპოსი, გრიგორიანული ეკლესიის მღვდელი და სხვა სასულიერო პირები ერთად შეიკრიბნენ, რათა სამოქმედო გეგმაზე ემსჯელათ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეიტანა და მისი განხილვა მიმდინარე კვირას დაიწყება. თუ სესიაშვილის ინიციატივას დაამტკიცებენ, მაშინ მას რელიგიური უმცირესობები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

პრეზერვატივზე დატანილი ფოტოთი გამოხატული პროტესტის შესახებ დღეს ირაკლი სესიაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა დეპუტატი ამბობს, რომ უკან დახევას არ აპირებს.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები