ოკუპანტების მიერ გატაცებული 21 წლის გივიკო ბერუაშვილი გათავისუფლებულია. 24 საათიანი ტყვეობის შემდეგ, ის ერგნეთის საგუშაგოზე გადმოიყვანეს და ამ წუთებში გორში სავარაუდოდ, სამხარეო პოლიციის შენობაში მიჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ ბერუაშვილი ოკუპანტებმა გუშინ, გორის რაიონის სოფელ დიციდან მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან გაიტაცეს.