20 აპრილი 2024,   11:29
ვრცლად
დაჩქარებული ტენდერი 50 ოპერატიული ავტომობილის შესაძენად - ენმ შსს-ს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. საქმე ეხება შინაგანს საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერს, რომელიც გუშინ დაიწყო და დღეს სრულდება.

უწყება ოპერატიული დანიშნულების 50 ავტომობილის ყიდვას გეგმავს, რომლის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ 435 000 ლარია.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, კითხვებს აჩენს ტენდერის დაჩქარებული წესით ჩატარების საკითხი.  რის აუცილებლობაც მათი მტკიცებით, არ არსებობს.

გარდა ამისა, ენმ-ს წევრები ავეჯზე დახარჯულ თანხებზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ავეჯზე სამინისტროს მხრიდან ერთი მილიონი ლარი იხარჯება.

Related image„წარმოუდგენელია ბიუჯეტი იხარჯებოდეს ისე ამ ქვეყანაში, რომ ტენდერს და აუდიტსაც კი აღარ ატარებდნენ. ეს არის მაგალითი იმის, რომ ამ ადამიანებს უკვე მოცდაც აღარ უნდათ და ის, რომ ავტობუსები სჭირდებოდათ, ეს არ შეიძლება ფორსმაჟორი იყოს და უცებ არ დაატყდებოდა თავზე. ამისთვის კარგი იქნებოდა, თუ წინასწარ დაგეგმავდნენ, გამოაცხადებდნენ ტენდერს, იქნებოდა კონკურენცია და ყველა კომპანიას ექნებოდა შესაძლებლობა, რომ მიეღო ამ ტენდერში მონაწილეობა,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ოპოზიციის კრიტიკას და ბრალდებებს არ იზიარებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონის სრული დაცვით მოქმედებს და ტენდერის დაჩქარებული წესით ჩატარება, საჭიროებას უკავშირდება.

Image result for არჩილ თალაკვაძე„მე ვერც კი დავუშვებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პროცედურას გადაუხვევს. ეს ხდება კანონის სრული დაცვით. პოლიციას აქვს ძალიან დიდი სამუშაო ამ ქვეყანაში, ის ყოველ საათობრივ რეჟიმში იცავს საზოგადოების უსაფრთხოებას და რა თქმა უნდა მას რაც სჭირდება აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ თავისი ამოცანები შეასრულოს,“-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები