23 აპრილი 2024,   10:09
ვრცლად
"პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ გამოქვეყნებული მონაცემები" - ექსპერტები ხელფასებთან დაკავშირებით საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს არ ენდობიან 

პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ გამოქვეყნებული მონაცემები - ასე ეკონომიკის ექსპერტები, საქსტატის იმ მონაცემებს აფასებენ, რომელიც ქვეყანაში დასაქმებული პირების საშუალო ხელფასებს ეხება.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1202 ლარია.

ეკონომისტები მონაცემებს არ ენდობიან უწყების ანგარიშს მწვავედ აკრიტიკებენ. მათი თქმით, დოკუმენტში მითითებული ხელფასის ოდენობა არ შეესაბამება რეალობას.

Image result for აკაკი ცომაია„მაღალი ხელფასები ძირითადად განაპირობებს საშუალო მაჩვენებლის მატებას, ანუ საშუალო მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება. მეთოდოლოგიურად, ერთგვარ სუბიექტურ მიდგომას აქვს ადგილი, რომ დაფიქსირდეს დავუშვათ ისეთი ტიპის საშუალო შემოსავალი, რომელიც შემდგომ პოლიტიკური სპეკულაციის თემა შეიძლება გახდეს, რომ საქართველოში საშუალო შემოსავალი, სულაც არ არის ძალიან დაბალი,“-განაცხადა აკაკი ცომაიამ.

სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რასაც საქსტატი არაობიექტურად აფასებს.  მათივე თქმით, ანგარიში ადასტურებს, რომ ეს სამსახური არ არის დამოუკიდებელი უწყება და ის ხელისუფლების ინტერესებს ატარებს.

Image result for გიგა ბედინეიშვილი„გვაქვს ძალიან შენელებული ეკონომიკური ზრდა, ამ ფონზე 200%-იანი ზრდა საშუალო ხელფასში წარმოუდგენელია. საქსტატის მონაცემები დიდი ნდობას არ იმსახურებს და ეს არის მე მგონი, პოლიტიკოსების ზეწოლის ქვეშ მონაცემების გამოქვეყნება იმ იმედით, რომ ისე წარმოაჩინონ სურათი, თითქოს ქვეყანაში კარგი ეკონომიკური მდგომარეობაა,“-აცხადებს ექსპერტი გიგა ბედინეიშვილი.

დღის ამბები