24 აპრილი 2024,   21:25
ვრცლად
დისკრიმინაციული, არაკონსტიტუციური, შეურაცხმყოფელი - ოპოზიცია სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ სესიაშვილის ინიციატივას აპროტესტებს 

კანონპროექტი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივა, დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.

პროექტით უქმდება კანონის ის ნორმა, რომლის მიხედვით მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში მყოფი პირები, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. ცვლილება არ ეხება მართლმადიდებელ სასულიერო პირებს. მიუხედავად ამისა, ცვლილებების ავტორი ამბობს, რომ მის მიერ წარდგენილი პროექტი დისკრიმინაციული არ არის და არ არღვევს არც ერთი კონფესიის წარმომადგენლის უფლებებს.

Image result for ირაკლი სესიაშვილი„ჩემი კანონპროექტი დისკრიმინაციული არ არის. უქმდება ყველასთვის ის შეღავათი, რაც გულისხმობს მღვდელმსახურებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გადავადებას. ჩემი პროექტით ეს ყველასთვის უქმდება. თუ სხვა ნორმაში, მართლმადიდებელი მღვდელმსახურებისთვის არსებობს რაიმე შეღავათი, ეს არის სხვა საკითხი. მე თუ მკითხავთ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაექვემდებაროს ერთნაირ რეგულაციას,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას არაკონსტიტუციურს უწოდებენ ოპოზიციაში. „ევროპულ საქართველოში“ ვითარების მოსაწესრიგებლად ხელისუფლებას, პროფესიულ საკონტრაქტო საჯარისო სამსახურზე გადასვლას სთავაზობენ.

Image result for ოთარ კახიძე„აშკარად არაკონსტიტუციურ ინიციატივას გვთავაზობს „ქართული ოცნება“, ვთვლით, რომ ეს არის მიუღებელი და დაუშვებელი. ყველა რელიგიური გაერთიანება და კონფესია უნდა იყოს თანაბარი კანონის წინაშე და ეს პრინციპი უნდა დაიცვას სახელმწიფომ. ხოლო რაც შეეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურს, აქ გამოსავალი არის პროფესიულ საკონტრაქტო საჯარისო სამსახურზე გადასვლა სრული მოცულობით,“-ამბობს ოთარ კახიძე.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს აკრიტიკებენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“. პარტიის წარმომადგენლები სესიაშვილის ინიციატივას, შეურაცხმყოფელს უწოდებენ.

Image result for გია ბარამიძე„სესიაშვილს როგორც ჩანს საერთოდ არ ესმის, რომ ის ამითი შეურაცხყოფას აყენებს მართლმადიდებლურ ეკლესიას და მართლმადიდებლებს. იმიტომ, რომ რა გამოდის - წმიდათა წმიდა ვალი სამშობლოს დაცვის, მართლმადიდებლებს არ უნდა შეეხოთ მარტო და სხვა კონფესიის წარმომადგენლებს უნდა შეეხოთ. ეს რას ნიშნავს? მართლმადიდებლები ამ პროცესიდან გამორთული უნდა იყვნენ,“-აცხადებს გიორგი ბარამიძე.

დღის ამბები