23 აპრილი 2024,   16:27
ვრცლად
კანფეტის ხეები ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ - ტრასპორტირების გამო ნატანების მოსახლეობას ელექტრო ენერგია შეუწყდა

ექსპრემიერი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანას განაგრძობს. ამ ეტაპზე ტრანსპორტირებას კანფეტის კიდევ ორი ხე ელოდება. ხეები სოფელ მერიაში, მდინარე ნატანებთან, დაბა ლაითურიდან, გვიან ღამით მიიტანეს.

ტრანსპორტირების პროცესი დღეს განახლდება. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, დაცვის პოლიცია და შსს–ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ხეების ტრანსპორტირების გამო, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 5 საათით შეუწყდა.

გადაწყვეტილება “ენერგო პრო ჯორჯიამ” მას შემდეგ მიიღო, რაც კომპანიაში განაცხადი არაგაბარიტული ტვირთის გადაადგილების შესახებ შევიდა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ასეთ დროს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კომპანია იძულებულია ენერგომომარაგება დროებით შეწყვიტოს.

ხეების ტრანსპორტირებას თურქული კომპანიები ახორციელებენ.  “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის შეფასებით, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხორციელდება.

დღის ამბები