24 აპრილი 2024,   15:09
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი რაფაელ გლუკსმანი, ევროპარლამენტში იყრის კენჭს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ევროპარლამენტში იყრის კენჭს. რაფაელ გლუკსმანი, რომელიც წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი და საქართველოს უშიშროების საბჭოს კონსულტანტი იყო, საფრანგეთის „სოციალისტურმა პარტიამ“ სიის პირველ ნომრად დაასახელა.

მის კანდიდატურას მხარი, პარტიის  128 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 5 დეპუტატი წავიდა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბოლო 40 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „სოციალისტური პარტია“ არჩევნებზე მხოლოდ საკუთარი პარტიის წევრებისგან დაკომპლექტებულ სიას არ წარადგენს. არჩევნები ევროპარლამენტში მაისში გაიმართება.

დღის ამბები