19 აპრილი 2024,   03:58
ვრცლად
განცხადებები, კანონპროექტის ირგვლივ ნეგატიური ფონის შესაქმნელად- თალაკვაძე მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით კრიტიკას პასუხობს 

უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესი და კრიტერიუმები - პლენარული სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობისა და "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებული კანონპროექტები გადის.

„ევროპული საქართველო“ ითხოვს, იუსტიციის საბჭოს ყველა წევრს შეეძლოს მოსამართლეთა კანდიდატების დასახელება, რასაც მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის არ ითვალისწინებს. 

ირაკლი კობახიძის და კიდევ 6 დეპუტატის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, მოსამართლეთა კანდიდატების დასახელების უფლება მხოლოდ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს აქვთ.

მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ შერჩევის პროცესი 5-ეტაპიანი იქნება. დოკუმენტი იუსტიციის საბჭოს შემდეგ, პარლამენტში გადმოინაცვლებს და მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ინდივიდუალურადაც მოხდება. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს შექნის შესაძლებლობას რომ პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს.

„ეს არის მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური განცხადებები იმისთვის, რომ გარკვეული ნეგატიური ფონი შექმნილიყო ამ კანონპროექტის გარშემო. სინამდვილეში  მონაწილეობა იქნება გახსნილი როგორც მოსამართლეებისთვის, ასევე არამოსამართლე პროფესიონალებისთვის. მეორე, გადარჩენის და სიის შედგენის პროცესი იქნება გამჭირვალობის მაღალი სტანდარტით. მესამე, მოსამართლეებთან, კანდიდატებთან იქნება პირდაპირი ინტერაქცია და პრაქტიკულად ამერიკის კონგრესის სტანდარტით განვიხილავთ ჩვენ თითოეულ კანდიდატურას პარლამენტში. და მეოთხე, თითოეული კანდიდატის კენჭისყრა მოხდება ცალ-ცალკე ინდივიდუალურად პარლამენტში,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები