20 აპრილი 2024,   06:00
ვრცლად
ყირიმის ანექსიის მეხუთე წლის თავი - პუტინმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამართულ კონცერტზე მოსახლეობას რუსეთთან გაერთიანება მიულოცა

ყირიმის ანექსიის მეხუთე წლისთავი ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღნიშნა. რუსეთის პრეზიდენტი სევასტოპოლში გამართულ ე.წ. საიუბილეო კონცერტზე მივიდა და მოსახლეობას სცენიდან რუსეთთან გაერთიანება კიდევ ერთხელ მოულოცა.

პუტინმა ყირიმელები "წითელი არმიის" მებრძოლებს შეადარა და ათწლეულების განმავლობაში სამშობლო რუსეთისადმი სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.

კონცერტამდე ვლადიმერ პუტინმა ანექსირებულ ტერიტორიაზე ორი ახალი ენერგო სადგური გახსნა და "მარიონეტული" რეჟიმის წარმომადგენლებსაც შეხვდა.

დღის ამბები