25 აპრილი 2024,   15:16
ვრცლად
თავდასხმა ტრამვაიში - ნიდერლანდების პოლიციამ დანაშაულის ორგანიზატორი დააკავა

ნიდერლანდების პოლიციამ უტრეხტში მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორი დააკავა. 37 წლის ჰეკმენ ტანიში სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ბინაში, სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. ეჭვმიტანილის ვინაობა ანტიტერორისტულმა სამსახურმა უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად დაადგინა.

გამოძიების ვერსიით, უტრეხტის ტრამვაიში მოქალაქეებს ცეცხლი სწორედ ტაჰნიშმა გაუხსნა. სროლის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, რამდენიმე კი დაშავდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ჰეკმენ ტანიში ისლამური სახელმწიფოს წევრია, ის დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით რამდენჯერმე იყო დაკავებული მანამდე კი, ჩეჩნეთის ომში მონაწილეობდა.

მომხდარის გამო ნიდერლანდებში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.

დღის ამბები