19 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
საფრანგეთის ხელისუფლება "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო მოძრაობის აკრძალვას არ გამორიცხავს

საფრანგეთის ხელისუფლება "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო მოძრაობის აკრძალვას არ გამორიცხავს. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა და ახალი სტრატეგიის შესახებ ილაპარაკა.

ედუარდ ფილიპმა შაბათს მომხდარი არეულობა შეაფასა და აღნიშნა, რომ, თუ გამოძიება "ყვითელი ჟილეტების" მოძრაობაში ულტრა-რადიკალების ჩართულობას დაადასტურებს, შაბათიდან მოძრაობა საკანონმდებლო დონეზე აიკრძალება. პრემიერის თქმით, შაბათის მოვლენებმა აჩვენა, რომ ისინი არ არიან მომიტინგეები, მათი მთავარი მიზანი ვანდალიზმი, მაროდიორობა და დესტაბილიზაციაა.

პრემიერის განცხადებით, ახალი სტრატეგია პოლიციის უფლებამოსილებებზეც აისახება. არეულობის მონაწილეების წინააღმდეგ ხისტი ზომების შემუშავება მთავრობას და ძალოვან უწყებებს ემანუელ მაკრონმა დაავალა.

საბოლოო შეფასებით, "ყვითელი ჟილეტების" აქტივისტებმა ქვეყანას 200 მილიონ ევროზე მეტი ზარალი მიაყენეს.

„ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წევრებმა 16 მარტს პარიზის ცენტრში  მაღაზიები კაფე-ბარები რესტორნები და ბანკები დაარბიეს. შენობების ნაწილს კი, ცეცხლი წაუკიდეს. არეულობის შედეგად, სამართალდამცველებმა 240-მდე ადამიანი დააკავეს. 

დღის ამბები