20 აპრილი 2024,   09:16
ვრცლად
"ეს არის სასჯელი იმიტომ, რომ ბატონმა კვაჭანტირაძემ გაგაკრიტიკათ?“ - ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს

"ეს არის სასჯელი იმიტომ, რომ ბატონმა კვაჭანტირაძემ გაგაკრიტიკათ?“ - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ეკა ბესელიამ. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებაზე მსჯელობენ.

ბესელიას აზრით, მმართველი გუნდის მზაობა, რომ კვაჭანტირაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვოს შურისძიებაზე მეტყველებს, რადგან დეპუტატი მათ აკრიტიკებდა.

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დაიშალოს.

„რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება? რა საფუძველი აქვს ამას. ეს შეიძლება იყოს ფრაქციის ან სხვა დეპუტატების მიერ წარდგენილი კანდიდატი? ეს არის სასჯელი იმიტომ, რომ ბატონმა კვაჭანტირაძემ გაგაკრიტიკათ? იმიტომ, რომ ამ ბოლო პერიოდში გაჩნდა რამდენიმე პრეცედენტი პერსონალური შურისძიების აქტების პირადად თქვენ მიერ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები