„ზარდიაშვილი, ოხანაშვილი, მდინარაძე არიან თანამედროვე შარიკოვები”- ამის შესახებ განცხადება, ეკა ბესელიამ გააკეთა.
მისი თქმით, სამივე მათგანი წინა ხელისუფლების “ზონდერები“ იყვნენ და დღესაც ასრულებენ იგივე დავალებებს, თუმცა ამჯერად "ქართული ოცნების" სახელით.
"ისინი არიან შარიკოვები, რომლებმაც ფეხქვეშ გათელეს და გააბითურეს „ქართული ოცნების" იდეა. ეს ადამიანები, რომლებიც იყვნენ სააკაშვილის დროის „ზონდერები“ და მისი რეჟიმის ჭანჭიკები, დღეს "ქართული ოცნების" სახელით ლაპარაკობენ, მაგრამ ასრულებენ იგივე დავალებებს და მოქმედებენ ისევ ისე, საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, როგორც მაშინ. მოხდა ლუსტრირება და გამოჩნდა ყველაფერი. აღარავის უნდა დარჩეს კითხვა თუ რატომ წამოვედით "ქართული ოცნებიდან",-განაცხადა ეკა ბესელიამ.