25 აპრილი 2024,   20:43
ვრცლად
ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდით, აქ ნუ ვაჟკაცობთ - ეკა ბესელია

„ვინც თანამდებობის გამო სახე დაკარგა იმ ჩემს ყოფილ პარტიაში და დაამსგავსა ეს პარტია თანამედროვე „შარიკოვებს“, ძალიან ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს,“ - ეს განცხადება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სესიაზე გააკეთა.

ეკა ბესელია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს გამოეხმაურა. დეპუტატმა ყოფილი თანაგუნდელები მწვავედ გააკრიტიკა.

„რას დაამსგავსეთ ეს პარლამენტი? ყალბი პათეტიკით ლაპარაკს და რეპლიკებს თავი დაანებეთ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ნუ გვახსენებთ ის ადამიანები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მაგიდის ქვეშ იმალებოდით, აქ ნუ ვაჟკაცობთ, იქ გევაჟკაცათ, აქ ნუ იყურებით მუსკულებზე,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განცხადება "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემაც გააკეთა. 

„ერთადერთი, რაც მიხარია, მე-18 საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში არ ვართ, თორემ ზვიად კვაჭანტირაძეს გელეოტინა დაელოდებოდა პარლამენტის წინ,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები