24 აპრილი 2019,   18:59
ვრცლად
თავდასხმა ტრამვაიში - ნიდერლანდების პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი დააკავა

ნიდერლანდების პოლიციამ უტრეხტში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით სამი ეჭვმიტანილი დააკავა.

მთავარი დამნაშავე - 37 წლის გოკმენ ტანიში სამართალდამცველებმა ერთ-ერთ ბინაში სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.

ეჭვმიტანილის ვინაობა ანტიტერორისტულმა სამსახურმა უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად დაადგინა.

გამოძიების ვერსიით, უტრეხტის ტრამვაიში მოქალაქეებს ცეცხლი სწორედ ტანიშმა გაუხსნა.

სროლის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი.

თურქული მედიის ინფორმაციით, ჰეკმენ ტანიში ისლამური სახელმწიფოს წევრია. ის დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით რამდენჯერმე იყო დაკავებული, მანამდე კი ჩეჩნეთის ომში მონაწილეობდა.

დღის ამბები