25 აპრილი 2024,   17:13
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმა ქობულეთში - ნიღბიანებმა იარაღის მუქარით ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს 

შეიარაღებული თავდასხმა ბენზინგასამართ სადგურზე - ქობულეთში, გელაურის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი ბენზინგასამართ სადგურში ნიღბიანი და შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. მათ თანამშრომლები იატაკზე დააწვინეს და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული.

მას შემდეგ რაც ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებმა ბოროტმოქმედებს თანხა მისცეს, მათ ტერიტორია დატოვეს.

„დაყაჩაღება იყო და გაიქცნენო. შეიარაღებული "დუბინკითო" და მგონი ცეცხლსასროლი იარაღიც ჰქონდათო,“-განაცხდაა ბენზინგასამართი სადგურის დამლაგებელმა გულნარა ვასილენკომ

ამ ეტაპზე უცნობია რა რაოდენობის თანხა წაიღეს თავდამსხმელებმა ბენზინგასამართი სადგურიდან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

დღის ამბები