25 აპრილი 2024,   17:28
ვრცლად
დაზიანებული ავტომობილები და ძარცვა თბილისში - მძარცველებმა ავტომანქანების მინები ჩაამტვრიეს

თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე რამდენიმე ავტომობილი გაძარცვეს. უცნობმა პირებმა ავტომობილების მინები ჩაამსხვრიეს.

დღეს დილით ჩამტვრეული დახვდა ავტომობილი გაზეთ „პრაიმტაიმის“ დამფუძნებელს თამარ ფხაკაძეს. მანქანიდან მძარცველებმა მხოლოდ ხურდა ფული წაიღეს.

ავტომობილი ჩამტვრეული დახვდა მოქალაქე მარიამ სიჭინავასაც. ქურდებმა მანქანის ძარა დააზიანეს და აკუმულატორის მოპარვა სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს.

დილით ავტომობილი გატეხილი დახვდა „პერიტუს ჯგუფის“ დირექტორს ელდარ პირმისაშვილს. მძარცველებმა მანქანის გვერდითა მინა ჩაამსხვრიეს. ფოტომასალა პიარ ტექნოლოგიების სპეციალისტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი თქმით, მანქანაში მხოლოდ ხურდა ფული ჰქონდა, რომელიც მძარცველებმა წაიღეს.

დღის ამბები