25 ივნისი 2019,   02:37
ვრცლად
მნიშვნელოვანი
"გვაქვს ფორმატები, სადაც ტექნიკური საკითხები განიხილება და არ ხერხდება პოლიტიკური დიალოგის გამართვა" - პრეზიდენტს ჟენევის ფორმატი არაეფექტურად მიაჩნია 

პრეზიდენტი ჟენევის მოლაპარაკებების გადახედვის წინადადებით გამოდის, როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, ზურაბიშვილის შეფასებით, ფორმატი არაა ეფექტური და ცვლილებებია საჭირო.

ჟენევის ფორმატში საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდაზე პარტნიორებთან ერთად ზის, რაც რუსეთს არ მოსწონს და ზურაბიშვილზე ადრე ამ ფორმატის გადახედვას სწორედ ოკუპანტი ქვეყანა ითხოვდა.

"ჩვენ გვაქვს ფორმატები, სადაც რეალურად ტექნიკური საკითხები განიხილება და არ ხერხდება პოლიტიკური დიალოგის გამართვა. სწორედ ასეთი ფორმატის შემუშავება მიაჩნია მას მნიშვნელოვნად,"-განაცხადა მოისწრაფიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები