23 აპრილი 2024,   16:06
ვრცლად
"იმედია, ხელისუფლება გაიღვიძებს და შეწყვეტს ბიზნესის შევიწროებას" - ფადი ასლი "აიკონია კაპიტალის" ბრალდებებს ეხმაურება

"ამას ძალიან ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოს რეპუტაციაზე," - ასე ეხმაურება ამერიკული კომპანია იკონია კაპიტალის შესახებ გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიას საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე.

ცნობილი ხდება, რომ ამერიკული კონია კაპიტალი საქართველოს მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებს და ქვეყანას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.

როგორც ამერიკული კომპანიის დირექტორი ამბობს, კორუფციითა და უკანონო გადაწყვეტილებებით კონკრეტულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს მის ჩასაძირად და ამ ყველაფერში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტო.

აიკონია კაპიტალის პრობლემებზე დღეს სტატია ევროპულმა გამოცემა ახალმა ევროპამ  გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარია კერძო ინვესტორზე განხორციელებულ ზეწოლაზე, მათ შორის სასიკვდილო მუქარაზეც.

საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი, აცხადებს, რომ იკონია კაპიტალის გარდა, ზეწოლაზე ბევრმა კომპანიამ დაიწყო საუბარი, რაც საქართველოს რეპუტაციას მოკლე ვადებში დააზიანებს.

აიკონია კაპიტალი საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრია. ის ერთ-ერთია იმ 21 კომპანიიდან, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ზეწოლის ქვეშ არიან. ეს ამერიკული ინვესტიციაა, რომელიც სამშენებლო ბიზნესს აწარმოებდა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს. მათ აფერხებდა ყველა და ყველაფერი, სახელმწიფო სტრუქტურებმა კომპანია სერიოზულად დააზარალა, რაც ძალიან სამარცხვინოა. დღეს ვნახეთ სტატია, რომელიც გავლენიანმა ევროპულმა გამოცემამ გამოაქვეყნა. ამას ძალიან ნეგატიური გავლენა ექნება საქართველოს რეპუტაციაზე. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. დღეს ბევრმა კომპანიამ დაიწყო საუბარი, რაც საქართველოს რეპუტაციას მოკლე ვადებში დააზიანებს. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გაიღვიძებს და შეწყვეტს ბიზნესის შევიწროებას, ზეწოლას, დაშინებას და განადგურებას. ეს უნდა შეწყდეს! ასე გაგრძელება არ შეიძლება,“ - განაცადა ფადი ასლიმ.

დღის ამბები