24 აპრილი 2024,   13:51
ვრცლად
"თუ ექნება კომუნიკაცია ჩემთან, მე გავცემ საკადრის პასუხს" - გიორგი ქობულია "აიკონია კაპიტალის" ბრალდებებს პასუხობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამერიკული კომპანია იკონია კაპიტალის ბრალდებებს ეხმაურება.

გიორგი ქობულია სტატიას, რომელიც ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელის ინტერვიუზე დაყრდნობით ევროპულმა გამოცემა ახალმა ევროპამ გამოაქვეყნა, სერიოზულად არ მიიჩნევს. მინისტრი ამბობს, რომ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე ის მსოფლიო ბანკის კვლევებს ეყრდნობა.

მსოფლიო ბანკმა თავისი ძალიან მყარი რეპუტაციის მქონე რეიტინგში დააწინაურა მეექვსე ადგილზე მსოფლიოში. ვიღაცას თუ ეჭვი ეპარება, რომ ეს შემთხვევით მოხდა ან ამას ქვეშ არ უდევს ძალიან საფუძვლიანი გამოკვლევები, მე მათ ვთხოვ, რომ წაიკითხონ კონკრეტულად რა წერია იმ  კვლევაში. ახლა ვიღაცამ, ვთქვათ, ერთხელ დაბეჭდა რაღაც გაზეთში, ეს ცოტა არასერიოზულად ჟღერს.  მილიონი გაზეთია და მილიონი მედიასაშუალება და სხვადასხვა აზრს ბეჭდავენ. არ ჰქონია ჩემთან წარმომადგენელს არანაირი კონტაქტი და საერთოდ პირველად მესმის ამ კომპანიის შესახებ. ბევრი კომპანიაა საქართველოში. თუ ექნება კომუნიკაცია ჩემთან, მე გავცემ საკადრის პასუხს,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.  

ამერიკული იკონია კაპიტალი საქართველოს მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებს და ქვეყანას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.

როგორც ამერიკული კომპანიის დირექტორი ამბობს, კორუფციითა და უკანონო გადაწყვეტილებებით კონკრეტულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს მის ჩასაძირად და ამ ყველაფერში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტო.

აიკონია კაპიტალის პრობლემებზე დღეს სტატია ევროპულმა გამოცემა ახალმა ევროპამ  გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარია კერძო ინვესტორზე განხორციელებულ ზეწოლაზე, მათ შორის, სასიკვდილო მუქარაზეც.

ამავე თემაზე
დღის ამბები