25 აპრილი 2024,   14:08
ვრცლად
ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია, ინვესტორების დაკარგვის ფუფუნება არა აქვს - ბიზნესასოციაციები "აიკონია კაპიტალის" ბრალდებებს ეხმაურებიან

აიკონია კაპიტალის ბრალდებებს საქარველოში ეხმაურებიან. საქართველო-ევროპის ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ  ინვესტორების ნეგატიური განწყობები ახდენს სერიოზულ გავლენას ქვეყანაში საინვესტიციო გარემოზე და ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია, იმის ფუფუნება არა აქვს, რომ დაკარგოს მსხვილი ინვესტორები. ამიტომ, ზვიად ჭუმბურიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გაუფრხილდეს თავის იმიჯს და ცალკეულ შემთხვევებს განსაკუთრებულად მოეპყროს.  

„ყველამ ჩვენ ერთად, განსაკუთრებით ხელისუფლებამ, განსაკუთრებით ბიზნესასოციაციებმა  და ზოგადად, ვინც ბიზნესთან არის დაკავშირებული, ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ ამ თემას, ვინაიდან თითოეული ფაქტი, რომელიც არასასიამოვნოდ ეხება ბიზნესგანვითარებას, შეიძლება, ზუსტად ასეთი შეფასებები გამოიწვიოს. ქვეყნის 20%  ტერიტორიის დაპყრობილია, ხომ ხედავთ, რა ვითარებაა. ინვესტორი ისედაც რისკის ზონაში შეყავს ჩვენი ქვეყანას იმიტომ, რომ ეს არ არის იქ, სადაც შეგიძლია, დამშვიდებით ჩადო, ვთქვათ, უზარმაზარი ინვესტიცია და იყო მშვიდად,“ - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

აიკონია კაპიტალის სკანდალს ეხმაურება საქართველო-ევროპის ბიზნესსაბჭოს აღმასრულებელი მდივანიც.

გიორგი კაჭარავა აცხადებს, რომ ბრალდებები, რომელიც გამოითქვა ამერიკული კომპანიის დირექტორის მიერ, უნდა იქნას შესწავლილი.

„რა თქმა უნდა, იყოს შესაბამისად შესწავლილი მთავრობის მიერ და შესაბამისი დასკვნები გამოტანილი, რამეთუ თითოეული უკმაყოფილო ინვესტორი, ინფორმაციას მიაწვდის, მინიმუმ, 20 ადამიანს, რაც ძალიან უარყოფითად იმოქმედებს საერთოდ მომავალ ინვესტიციებზე, მინიმუმ, იმ ქვეყანაში, საიდანაც ეს ინვესტორ ბრძანდება,“ - განაცხადა გიორგი კაჭარავამ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული იკონია კაპიტალი საქართველოს მთავრობას ზეწოლაში ადანაშაულებს და ქვეყანას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.

როგორც ამერიკული კომპანიის დირექტორი ამბობს, კორუფციითა და უკანონო გადაწყვეტილებებით კონკრეტულმა პირებმა ყველაფერი გააკეთეს მის ჩასაძირად და ამ ყველაფერში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტო.

აიკონია კაპიტალის პრობლემებზე დღეს სტატია ევროპულმა გამოცემა ახალმა ევროპამ  გამოაქვეყნა. სტატიაში საუბარია კერძო ინვესტორზე განხორციელებულ ზეწოლაზე, მათ შორის, სასიკვდილო მუქარაზეც.

ამავე თემაზე
დღის ამბები