19 აპრილი 2024,   16:28
ვრცლად
"მეც ამრევია ღილაკები" - ანრი ოხანაშვილი

​საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ხმის მიცემის დროს ღილაკები მასაც არევია.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ეს შეცდომა შეიძლება, ყველა ადამიანმა დაუშვას. მისი თქმით, ზოგჯერ დეპუტატი შეიძლება, ფიქრობდეს, რომ კენჭისყრაზე გამოტანილი საკითხის წინააღმდეგია, მაგრამ რეალურად მწვანე ღილაკს აჭერდეს ხელს.

"კი, ამრევია მეც ღილაკი. ეს არის ტექნიკური საკითხი. არის შემთხვევა, მით უმეტეს, თბილისის პარლამენტის შენობაში, როდესაც არის საკითხი, რომელზეც ტექნიკურად ფიქრობ, რომ გაქვს საწინააღმდეგო პოზიცია და რეალურად აჭერ მწვანე ღილაკს. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომლის დროსაც შეიძლება, ნებისმიერმა ადამიანმა შეცდომა დაუშვას,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

მმართველმა გუნდმა მათი ყოფილი თანაგუნდელის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენება საკუთარი ძალებით ვერ შეძლო. 

არც პირადად ბიძინა ივანიშვილის ჩარევა და არც კობახიძე-მდინარაძის ჯგუფის ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა. საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ მოაგროვა ის 76 ხმა, რომელიც ზვიად კვაჭანტირაძის გადასაყენებლად საჭირო იყო. ამის შემდეგ კი საქმეში მძიმე პარტიული არტილერია ჩაერთო, დაინიშნა ბიუროს სხდომა,  გამოაცხადეს საყოველთაო საპარლამენტო მობილიზაცია და მიიღეს უპრეცედენტო გადაწვეტილება - საკითხი ხელმეორედ გამოიტანეს კენჭისყრაზე. საბოლოო კვაჭანტირაძემ თანამდებობა მეორე კენჭისყრამდე საკუთარი განცხადებით დატოვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი განმარტავენ, რომ პულტზე ღილაკების ფერი აერიათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები