23 აპრილი 2024,   20:36
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმა პეკინის ქუჩაზე - 10 საათზე მეტია, სამართალდამცველები შავებში ჩაცმულ მამაკაცს ეძებენ

შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე - 10 საათზე მეტია, სამართალდამცველები შავებში ჩაცმულ მამაკაცს ეძებენ, რომელმაც დღეს დილით გირო კრედიტის დაყაჩაღება სცადა.

პეკინის ქუჩაზე პიკის საათში ნიღბიანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში იარაღს მუქარით ცდილობდა ფულის გამოძალვას. თავდამსხმელი ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული, თუმცა, საქმეში ჩვენებებთან ერთად უკვე დევს გირო კრედიტიდან ამოღებული თითის ანაბეჭდები, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. პოლიციისთვის ასევე ცნობილია თავდამსხმელის აღწერილობაც.

თავდამსხმელმა თანხა ვერ წაიღო. შეიარაღებული მუქარისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლებმა SOS ღილაკის გამოყენება და დაცვის პოლიციის გამოძახება მოასწრეს, თუმცა, თავდამსხმელმა გაქცევა შეძლო.

პეკინის ქუჩაზე გაქცეულ თავდამსხმელს პოლიცია რამდენიმე საათი ეძებდა. დამნაშავის ძებნაში კინოლოგიური სამსახურიც იყო ჩართული.

გაწვრთნილი ძაღლის აღებული სუნის მიხედვით, გირო კრედიტიდან გამოქცეულმა თავდამსხმელმა სასტუმრო Holiday Inn-მდე ირბინა, შემდეგ საავტომობილო გზა გადაკვეთა და გაუჩინარდა.

დამნაშავის ძებნას პოლიცია ამ დრომდე აგრძელებს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე მომხდარ თავდასხმას პოლიცია ყაჩაღობის მუხლით იძიებს, თუმცა, ამ დროისთვის დამნაშავე დაკავებული არაა.

2019 წელს ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე შეიარაღებული თავდასხმისა და ყაჩაღობის ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა. 

დღის ამბები