16 აპრილი 2024,   17:17
ვრცლად
ბიზნესმენი დავით ზილფიმიანი უზენაეს სასამართლოს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს 

ბიზნესმენი დავით ზილფიმიანი უზენაეს სასამართლოს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს.

სასამართლოს ორ ინსტანციაში საქმის მოგების შემდეგ, უზენაესმა სტერეო პლუსის დამფუძნებელი გაამტყუნა, კომპანიის 51 პროცენტი დააყადაღა და მოდავე მხარისთვის 210 ათასი ამერიკული დოლარის გადახდაც დააკისრა.

ზილფილიანი ამბობს, რომ მისმა მოწინააღმდეგემ კომპანია ჩემექსიმ ინთერნეიშენალის დამფუძნებელმა, დავით ბეჟუაშვილმა, გავლენები გამოიყენა და უზენაესს მიკერძოებული გადაწყვეტილება მიაღებინა, თან ისე, რომ ის სხდომას არ დაასწრეს.

სასამართლო დავის საგანი 210 ათასი დოლარია.

ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი ამტკიცებს, რომ 11 წლის წინ ფული სტერო პლიუსის დამფუძნებელს ასესხა, თუმცა, არ არსებობს სესხის დამადასტურებელი ხელშეკრულება.

ფულის მიღებას სტერეო პლიუსის დამფუძნებელი ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ბეჟუაშვილს მის მიმართ ვალდებულებები ჰქონდა შესასრულებელი და 650 ათასი ლარიც ამ მოტივით გადაურიცხა.

სტერეო პლიუსი ბრალდებებს აფსურდულს უწოდებენ დავით ბეჟუაშვილის ადვოკატები და დავით ზილფიმიანს მოუწოდებენ, სამართლებრივი დავა პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიყვანოს.

დავით ზილფილიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა. სარჩელი სასამრთლომ წარმოებაში მიიღო და უზენაესის გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, თუმცა, სტერეო პლიუსის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოში არ დაკმაყოფილდება, დავას ქვეყნის უმსხვილესი მულტიპლექსის მფლობელი ევროსასამართლოში გააგრძელებს.

დღის ამბები