19 აპრილი 2024,   04:52
ვრცლად
"ეს არის პოლიტიკურ დაღმართში დაქანებული გუნდი, ივანიშვილის ხელმძღვანელობით" - ოთარ კახიძე

„პანიკის ფონზე დაეშვა პოლიტიკურ თავდაღმართში,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ, არჩევანის ეთერში გააკეთა.

ოთარ კახიძის თქმით, ოცნების უმძიმესი კრიზისი საპრეზიდენტო არჩევნებმა ცხადყო.

„ანომალიური ვითარება გვაქვს, ეს არის პოლიტიკურ თავდაღმართში დაქანებული გუნდი, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც მორიგი უნიჭობა შემოგვთავაზა - როდესაც მუშაობ რაღაც პროექტზე, რაც ეხება კონსტიტუციურ საკითხს, მოსამართლეთა შერჩევას, უზენაეს სასამართლოს, ელემენტარულად უნდა მოახერხო, რომ გარკვეული ხიდები გადო შესაბამის ფიგურანტებთან და საზოგადოებრივი კონსენსუსი შეკრა,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძე მოსამართლეთა გამწესებას და შერჩევის კრიტერიუმების გაწერასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ოცნება პანიკაშია. დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივას არაერთი არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია აკრიტიკებს.

„ეს ხომ უკვე კომიკური გახდა, ეს ხომ სასაცილოა - ოპოზიციონერები არიან არასამთავრობოები, ბესელია და გოგიჩაიშვილი არიან ნაციონალები, ევროკავშირი და აშშ-ის საელჩო არიან მოგზავნილები, ჭორებს არიან აყოლილები. ეს გახდა უკვე სასაცილო, ეს სერიოზულად სამსჯელო საკითხი არ არის,“ - ამბობს კახიძე. 

დღის ამბები