20 აპრილი 2024,   07:26
ვრცლად
"ვიღებთ ფორმალურ, პროცედურულ გაფორმებას, რომ საბჭომ იგივე ადამიანები ხვალ წარმოადგინოს" - გიორგი მშვენიერაძე მოსამართლეების შერჩევაზე

ქართული ოცნება ცდილობს, ამ სამი თვის განმავლობაში თემის ირგვლივ არსებული ტემპერატურა დასწიოს,“ - ეს განცხადება საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას  თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ, არჩევანის ეთერში გააკეთა.

მშვენიერაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებისა და შერჩევის წესს ეხმაურება. მისი თქმით, ოცნება ილუზიის შექმნას ცდილობს და მუდმივად აპელირებს, რომ მოსამართლეთა შერჩევა გამჭვირვალედ წარიმართება.

„ვიღებთ ფორმალურ, პროცედურულ გაფორმებას, რომ საბჭომ იგივე ადამიანები ხვალ წარმოადგინოს... ათივე ადამიანს, რომელიც იმ სიაში იყო თავის დროზე წარმოდგენილი, ყოველგვარი გართულების გარეშე, მათ შორის, საბჭოს მოქმედი წევრების პირობებში, ექნებათ საშუალება, თუკი საბჭო მათ ყველას მოიწონებს, ისინი კვლავ იქნენ წარმოდგენილი პარლამენტში,“ - ამბობს მშვენიერაძე.

გიორგი მშვენიერაძე კობახიძის გუნდის ინიციატივას ეხმაურება, სადაც მოსამართლეებს კვალიფიკაციის შემოწმების მიზნით გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის შეფასებით, აღნიშნული გამოცდა მხოლოდ და მხოლოდ ბარიერია იმ პირებისთვის, ვინც სისტემაში არ არიან და ისევ კლანის წევრებზეა გათვლილი.

"ეს არის ბარიერი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან დღეს სასამართლო სისტემის შიგნით და არ უნდა კლანს, ეს ადამიანიების მოხვდნენ სასამართლო სისტემაში," - განაცხადა მშვენიერაძემ.

დღის ამბები